ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობამ გამათბობლებზე ზრუნვა დაიწყო. მოწყობილობის ჩართვამდე კი აუცილებელია სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინოთ.
როდესაც გამათბობელი ხანგრძლივი დროით გამორთულია, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ის კარგად უნდა შეამოწმდეს.
სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობა ყველაზე ხშირად სერვის ცენტრებს გაზის გამათბობელთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიმართავს. ამ ტიპის მოწყობილობის ჩართვამდე აუცილებელია, ბუნებრივი აირის მილიდან, საიდანაც გაზის მიწოდება ხდება და ასევე წვის კამერიდან, დაგროვილი ჰაერის გამოდევნა მოხდეს.
სანამ სპეციალისტს მიმართავთ, მოწყობილობა შეგიძლიათ თავადაც დაათვალიეროთ.
ხშირია შემთხვევა, როცა გამათბობლის ხანგრძლივად გათიშულ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ, მისი ჩართვა ჭირს, ასეთ დროს აუცილებელია რამდენიმე დეტალი შემოწმდეს. მაგალითად, გამწოვ მილს ხომ არ აქვს შემოხვეული პოლიეთილენის პარკი ან მილზე ბუდე ხომ არ აქვს გაკეთებული ჩიტს. თუ გამათბობელი ელემენტზეა, უნდა შემოწმდეს რამდენად მწყობრშია ეს ელემენტი.
გახსოვდეთ, გაზის გამათბობლის სწორად მოხმარება პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან.
იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტის დახმარება დაგჭირდებათ, დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერზე: 16 114.