კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა

2020-10-07 11:22:12

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.

ნფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი თერჯოლაში და ერთი - თბილისში. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„4 გარდაცვლილია, მათ შორის 2 არის აჭარაში - 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი, თანმხლები დაავადებებით. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალი, რომელიც თერჯოლაში გარდაიცვალა. ასევე თბილისში გარდაიცვალა 83 წლის კაცი .“,-განაცხადა ენდელაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, მათ ცენტრში ამჟამად 22 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.