ჰაერის ტემპერატურის კლებამ მოსახლეობას ზამთრისთვის მზადება უკვე დააწყებინა. პირველ რიგში, საზოგადოებამ გათბობაზე დაიწყო ზრუნვა. აქედან გამომდინარე, "სოკარ ჯორჯია გაზის" აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის რუსთავის სერვის ცენტრში, გამოძახებების რიცხვმა იმატა.
„ინფო რუსთავი“ დაინტერესდა, რა უნდა იცოდეთ იმ შემთხვევაში, თუ გამათბობელი ჩართეთ და ბუნებრივი აირის სუნი იგრძენით. სერვის ცენტრის დირექტორის, გელა წერეთლის ინფორმაციით, თუ გამათბობლის ჩართვის შემთხვევაში ბუნებრივი აირის სუნს იგრძნობთ, აუცილებელია, რომ ცხელ ხაზზე, 16 114- ზე დარეკოთ. ამ შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები ადგილზე მოვლენ და გამათბობლის გამართულ მუშაობას პირადად შეამოწმებენ.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, არის თუ არა ცენტრი მზად ზამთრის მოახლოებასთან ერთად იმუშაოს სრული დატვირთვით და გაარკვია, რომ ცენტრს ამ დროისთვი 2 ეკიპაჟი, 24 საათის განმავლობაში ემსახურება. მოთხოვნის და გამოძახებების მატების შემთხვევაში კი შესაძლებელია ეკიპაჟების რაოდენობა 3-მდე გაიზარდოს.
"სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრის მომსახურება უფასოა.