დაბომბვა გრძელდება

2020-10-07 01:20:34

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ევლახის, გერანბოისა და ბეილაგანის რაიონები დაბომბეს.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის არმია საარტილერიო ცეცხლს ხსნის კომპაქტურ დასახლებებზე, რის გამოც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი გაიხსნა სოფელ ბეიუკბეილის მიმართულებითაც.