კორონავირუსის ახალი შემთხვევები

2020-10-06 17:49:58

კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევიდან 5 სკოლის მოსწავლეა. აქედან 3 ოზურგეთის, 1 თბილისის, 1 კი ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეა.

ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორისაა მოსწავლის დედაც.

სამი მოსწავლეა ინფიცირებული. ისინი კლასელები არიან და ინფიცირებული ბავშვის კონტაქტს წარმოადგენენ. ვირუსი დაუდგინდა ასევე ერთ-ერთი მოსწავლის დედას. კიდევ ერთი შემთხვევა არის ლაითურში. გვყავს ინფიცირებული სოფელ მერიიდან და სოფელ ჭანიეთიდან, ამათ კონტაქტი ,,აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება“, - აცხადებს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მაია ქუტიძე.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევას თბილისის სკოლაში, კოვიდინფიცირებული პირველი კლასის მოსწავლა. სკოლის დირექტორის, თამარ ამზაშვილის ინფორმაციით, ბავშვები წვეულებაზე დაინფიცირდა. დირექტორის განმარტებით, მოსწავლეს არანაირი სიმპტომები არ უფიქსირდება.

ბოლოს ბავშვი სკოლაში პარასკევს იყო. როგორც ვიცით, შაბათს იყო წვეულებაზე. მშობელმა გაიგო, რომ ვიღაც, ვისთანაც ბავშვს ჰქონდა კონტაქტი, იყო დაინფიცირებული და ამიტომ ჩაუტარა ტესტი, თორემ ბავშვი დღემდე არის უსიმპტომო,“ - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

დირექტორის განმარტებით, დღეს სკოლაში ინფიცირებული ბავშვის არც ერთი კლასელი არ მისულა.

როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდემიოლოგები და როგორ რეკომენდაციას მოგვცემენ, იმის მიხედვით გავაგრძელებთ ხვალინდელ დღეს,“- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მისი განმარტებით, სკოლაში საგაკვეთილო პროცესი 12 საათიდან იწყება, იქამდე კი გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება.

კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლესაც და სკოლა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სკოლის დირექტორის ლია კუხიანიძის ინფორმაციით, ინფიცირებული მოსწავლე სკოლაში არ დადიოდა, თუმცა სწავლის დაწყების წინ ადგილზე წიგნების გასატანად იმყოფებოდა.

ასევე, გასული დღ-ღამის განმავლობაში დაფიქისრებული 549 ახალი შემთხვევიდან 3 ექთანია. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით მათ ,,კოვიდ 19“ გეგმური ტესტირების დროს დაუდგინდათ.

სამი ექთნის პასუხი დადებითია. ორი ფოთელია, ერთი სუფსიდან არის. სამივე უსიმპტომოა და გადაყვანილია თვითიზოლაციაში. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. ამჟამად გვყავს 19 კოვიდპაციენტი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“- განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

კორონავირუსი დაუდგინდა სასწრაფოს მძღოლს სამტრედიაში. არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მძღოლს სიმპტომები არ ჰქონია და მისი დაინფიცირების შესახებ გეგმიური ტესტის ნიმუშის აღების შემდეგ გახდა ცნობილი.

დაინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პერსონალი კი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.