რუსთავისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შეძენილი 40 ავტობუსის საფასურის 85%-ს ქალაქის მერია გადაიხდის, რაც დაახლოებით 6-დან 7 მილიონამდე ლარიაა.
სწორედ ამ თანხისთვის სესხის აღებას უყარეს კენჭი, რუსთავის საკრებულოს სხომაზე.
"მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსები იყიდა, საიდანაც 40 ერთეული რუსთავში იქნება განაწილებული. აქედან მთლიანი ღირებულების 15%-ს გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდი გადაიხდის, ხოლო 85% იქნება მუნიციპალიტეტის სესხი, სესხად აღებული ვალდებულება, რომლის გადახდაც 2023 წლიდან დაიწყება",- განუცხადა "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან კავთიაშვილმა.
მისივე განცხადებით, სესხის გადახდას თვითმართველობა 2029 წლისთვის დაამთვრებს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავისთვის უკვე ნაყიდია 40 ერთეული ახალი ავტობუსი, რომელებიც ქალაქში წლის ბოლომდე ეტაპობრივად შემოვა.