შემოწმება რუსთავის ბაგა-ბაღებში

2020-10-06 13:48:21

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსთავში ამ დროისთის შემოწმებული 10 ბაგა-ბაღიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 10-ვე აკმაყოფილებს.

როგორც „ინფო რუსთავთან" ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ბაგა-ბაღების შემოწმება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რუსთავში სულ 31 სააღმზრდელო დაწესებულებაა.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს, აჭარის რეგიონის გარდა, საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის დაცვითაც განაახლებენ ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს.