საქართველოში კორონავირუსული ინფექციით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილ პაციენტებს შორის 3 აჭარიდანაა. 68 მამაკაცი, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შევიდა და ჰქონდა თანმხლები დაავადებები. მეორე გარდაცვლილი 64 წლის ქალია, რომელსაც ჰქონდა დიაბეტი და ჰიპერტენზია, მესამე გარდაცვლილი 84 წლის მამაკაცია. მეოთხე გარდაცვლილზე ენდელაძე ინფორმაციას არ ფლობს.
საერთო რაოდენობით ქვეყანაში კორონავირუსით 58 პაციენტია გარდაცვლილი.