წყალდიდობა საფრანგეთსა და იტალიაში [video]

2020-10-06 01:36:33

გადაუღებელ ძლიერ წვიმას სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთსა და ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში წყალდიდობა მოყვა. [ვიდეო/video]

სტიქიას ორივე ქვეყანაში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასობით მეხანძრე-მაშველი კი ამ დრომდე ეძებს 20 პირს, რომელებიც დაკარგულად ითვლებიან. დაკარგულებს შორის არიან მაშველები, რომელთა ავტომობილიც გზაზე იმ დროს გადაადგილდებოდა, როცა გზა სტიქიის გამო მთლიანად ჩაინგრა.

შტორმა "ალექსმა" გაანადგურა ათობით სახლი, ჩანგრეულია ხიდები და გზები.

წყლის და ტალახის ნაკადმა წაიღო რამდენიმე ათეული ავტომობილი.

საფრანგეთმა სტიქიის ზონა ბუნებრივი კატასტროფის ზონად გამოაცხადა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები