თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, “მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდადა ბოძს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
როგორც შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.