იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
„ინფიცირებული არიან ბავშვებიც, რის გამოც ქუთაისში ორი სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე, ბავშვები და მასწავლებლები არიან თვითიზოლაციაში. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, კლინიკებში 370-მდე პაციენტია,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
გუბერნატორის თქმით, ახალი კლასტერები არის, მაგრამ მასიური გავრცელება არაა. დღეს იმერეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა.