გორში დედათა და ბავშთა სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" 50 ბავშვი მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს.
ბავშვებს დიარია და პირღებინება აღენიშნებოდათ.
ექიმების განცხადებით, ინტოქსიკაციის მიზეზი, შესაძლოა, საკვები, ან სასმელი წყალი გახდა.
სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ყველა ბავშვი კომბინატის დასახლებიდან არის.