კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 20 წლამდე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ხოლო ორი პირი დაშავდა.
დაშავებულებს შორისაა არასრულწლოვანიც.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.