აქცია ფონიჭალაში

2020-10-04 17:47:42

ფონიჭალაში ადგილობრივმა ეთნიკურად აზერბაიჯანლებმა აქცია გამართეს. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა ქვეყანაში შეწყდეს სეპარატიზმი.

"ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, რომ კავკასიაში, საქართველოში, აზერბაიჯანში ყველგან უნდა დამთავრდეს სეპარატიზმი. სეპარატიზმი ძალიან ცური რაამაა, ეს ჩვენს კისერზეც გადავიტანეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას საქართველოში, აზერბაიჯანში და მთელს მსოფლიოში.
აქ შეკრებილი ხალხის მოთხოვნაც ეს იყო, შეწყდეს ყარაბაღში ომი
",- განუცხადა ინფო რუსთავს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები აზერბაიჯნსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას გამოეხმაურნენ და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები