დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის სეზონზე სასურველია, რომ ყველა სიცხიან ადამიანს როგორც გრიპზე ასევე კოვიდ-19-ზე ტესტი ჩაუტარდეს.
გამყრელიძე ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება გრიპის სეზონის სწორად მართვას.
„ასევე გავაორმაგებთ და გავასამმაგებთ შესყიდვას სწრაფ ანტიგენზე დამყარებულ ტესტებზე. სწორედ რომ ყველა სიცხიანი ადამიანი გრიპის სეზონის დროს სასურველია გაიტესტოს ორივე ინფექციაზე როგორც კოვიდზე ისე გრიპზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.