"სომხეთმა განჯა დაბომბა" [video]

2020-10-04 14:03:47

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხომხეთმა ისტორიული ქალაქი განჯა დაბომბა. [ვიდეო/video]

დაბომბვის შედეგად დაშავებულები არიან სამოქალაქო პირები, დანგრეულია განჯის აეროპორტი და ისტორიული შენობები, აცხადებს აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრო.

სამხედრო დაპირპისირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ კვირას არაღიარებული ყარაბაღის ტერიტორიის გამო განახლდა.

დაპირისპირებას ორივე მხრიდან რამდენიმე ასეული ადამიანი უკვე ემსხვერპლა, მათ შორისა მშვიდობიანი მოსაცხლეობაც.

სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს სდებს ბრალს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები