პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი შემდეგი საკითხების მოწესრიგებას გულისხმობს: დისკრიმინაციის აკრძალვა; სტაჟიორების სამართლებრივი სტატუსი; სამუშაო დრო; ზეგანაკვეთური სამუშაო; ორსულობის და მშობიარობის შვებულება; შრომის ანაზღაურება; შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით.
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.
მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე.
დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.