ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-10-04 11:44:44

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"აჭარაში 370 შემთხვევაა, თბილისში – 65 , იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა მთიანეთში – 4, კახეთში – 1. ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 874 პაციენტიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 9 ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ კიდევ ორ პაციენტს, ერთი აჭარაში გარდაიცვალა, მეორეს შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მაქვს", – განაცხადა მარინა ენდელაძემ.