ვის უნდა რუსთავის მაჟორიტარობა [ნახეთ სია]

2020-10-03 23:32:45

რუსთავისა და გარდაბნის 10 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის სურვილი 18-მა ადამიანმა გამოთქვა.

კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის დოკუმენტაცია 1 ოქტომბრამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე შეიტანეს. ამჯერად მიმდინარეობს დოკუმენტაციის გადამოწმება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ ვინ იბრძოლებს არჩევნებში გამარჯვებისთვის.

სანამ ცესკო დოკუმენტაციას ამოწმებს, მანამდე "ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ იმ ადამიანთა ჩამონათვალს, ვინც სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტში რუსთაველების ხმა გააჟღეროს:

#01. ლაურა ნიჟარაძე (თეთრები)
#02. ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო)
#05. დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
#08. პაატა ჯიბლაძე (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი)
#10. მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია)
#14. შორენა მამალაშვილი (ქართული არჩევანი)
#19. ილია ლობჟანიძე (სოლიდარობის ალიანსი)
#20. გიორგი მაისურაძე (საქართველო)
#21. ლაშა მაჭარაშვილი (თავისუფალი საქართველო)
#28. ბესიკ ჩუბინიძე (ქართული ფესვები)
#30. ეკატერინე ოქროცვარიძე (შეცვალე საქართველო)
#31. მალხაზი გოგოლაძე (ზვიად გამსახურდიას გზა)
#36. ვახტანგ მეგრელიშვილი (გირჩი)
#41. ნინო ლაცაბიძე (ქართულო ოცნება)
#44. ზაზა მარგველანი (ქართული იდეა)
#55. დავით სუარიშვილი (ქართული მარში)
#56. გრიგოლ გეგელია (ლელო)
#61. გელა ნაკაშიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)