რუსთავში კორონავირუსისგან 35 ადამიანი გამოჯანმრთელდა

2020-10-03 15:20:13

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ინფორმაციით, 29 აგვოსტოდან დღემდე, რუსთავში, კორონავირუსული ინფექციის 66 შემთხვევა დაფიქსირდა, 35 პირი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

გასული 24 საათის განმავლობაში, ქალაქში, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 136 პირის საკვლევი მასალიდან, 116-ს კოვიდ19 არ დაუდასტურდა, დაჩენილი 20 ნიმუშის კვლევის შედეგები კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 278-ით გაიზარდა.