ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-10-03 11:06:08

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"სამწუხაროდ, ყველაზე მეტი – 360 პაციენტი – ისევ აჭარაში ფიქსირდება, თბილისში ოდნავ შემცირდა და 57 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, იმერეთში – 11, ქვემო ქართლი - 6, კახეთში არის 6 ახალი შემთხვევა, გურიაში – 5, მცხეთა-მთიანეთში - 3, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1. ქვეყანაში გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 48, როგორც ინფორმაცია მაქვს, აქედან ერთი არის აჭარაში, ასაკოვანი მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა თანმხლები დაავადებები, მეორეზე ინფორმაცია ჯერ ვერ მოვიპოვე", – განაცხადა მარინა ენდელაძემ.