3 ოქტომბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 5 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 3 ოქტომბერი +26°C, 4 ოქტომბერი +22°C, 5 ოქტომბერი +19°C, 6 ოქტომბერი +18°C.