კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

2020-10-02 11:58:47

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 295-ით გაიზარდა.