ქობულეთში 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი ტრაქტორის მისაბმელზე იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნის გარდაცვალების მიზეზებს გამოძეიბა დაადგენს. შსს-ში მეტ დეტალზე არ საუბრობენ.