ბათუმში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. არსებული ინფორმაციით, 5 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო არ ასახავს რეალობას.