2020-10-02 00:36:32
რუსთავში მე-15 მიკრორაიონში ხანძარი იყო, რის გამოც ქუჩას ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუზღუდეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გამწოვს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის მე-15 მიკრორაიონისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგენილია.