სათვალთვალო კამერები ქუჩებში.

2016-11-14 14:00:58

რუსთავში უახლოეს მომავალში 50-მდე ე.წ „ჭკვიანი კამერა“ დამონტაჟდება. სათვალთვალო აპარატურა განთავსებული იქნება როგორც ცენტრალურ ქუჩებში, ისე პარკებსა და სკვერებში. კამერები ვიდეოანალიტიკური პროგრამით იქნება აღჭურვილი და ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში. „ჭკვიანი კამერების“ საშუალებით რეალურ დროში მოხდება დანაშაულზე და სამართალდარღვევებზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია. პროექტის ფარგლებში  დამონრაჟებული იქნება:

 

  • სიჩქარის მზომი რადარი.
  • ნომრების ამომცნობი კამერა.
  • ზოგადი კამერა.
  • სახის ამომცნობი კამერა.
  • მართვადი კამერა.

პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენცია, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთა, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვა და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტი „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ . ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ამოქმედდება.