"განხილვა ინდივიდუალურად მოხდება"

2020-10-01 13:02:33

გერმანიამ ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოგზაურობასთან დაკავშირებული საყოველთაო გაფრთხილება გააუქმა, თუმცა თითოეული ქვეყნის შემთხვევის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანია გაფრთხილებას ძალაში ტოვებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გერმანიიდან ჩასული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის არიან: ავსტრალია, ჩინეთი, კანადა, რუანდა და ურუგვაი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით გერმანიამ ევროპის 11 ქვეყნისთვის მთლიანად ან ცალკეული რეგიონისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოაცხადა.

მაღალი რისკის ქვეყნებში მოხვდნენ ბელგია, ისლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, საფრანგეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ხორვატიის, სლოვენიის, უნგრეთისა და რუმინეთის ნაწილები.