კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა რუსთავში

2020-10-01 10:50:29

რუსთავის ცხელების ზონაში 90 წლის ქალს კოვიდ19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

როგორც საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განაცხადა, საქმე გვაქვს უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტთან. რაზმაძის ინფორმაციით, ქალს კომუნიკაცია მეზობელთან ჰქონდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

კოვიდინფიცირებული თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაჰყავთ.