მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-10-01 01:24:32

1-2 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად შენარჩუნებული იქნება გრილი ამინდები. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 1 ოქტომბერი +20°C, 2 ოქტომბერი +24°C, 3 ოქტომბერი +26°C, 4 ოქტომბერი +23°C.