ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-09-30 17:24:33

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.

გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ხოლო დაშავებულია სატვირთოს მძღოლი.

რა გახდა შეჯახების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.