ვის მოუწევს გაზის 2 თვის გადასახადის წინასარ დაფარვა [photo]

2020-10-01 00:04:05

რუსთავში ბიზნესოპერატორების ნაწილს კომპანია სოკარ ჯორჯია გაზისგან SMS შეტყობინება მიუვიდათ, რომლის მიხედვითაც კომპანია მათ მიმდინარე და მომავალი ერთი თვის გადასახადის წინასწარ დაფარსვას სთხოვდა.

ამ თემის გასარკვევად "ინფო რუსთავი" სოკარ ჯორჯას გაზს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ შეტყობინებები აბონენტების ნაწილს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიუვიდათ.

"სემეკის მე-12 დადგენილებაში არის ეს ყველაფერი დაწერილი. წინასწარ გადახდას კომპანია იმ კომენრციულ აბონენტებს სთხოვს, რომლებიც არიან ან მეიჯარეები, ან ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუფიქსირდათ უკანონო მოხმარება, ან გადასახადის ვადაგადაცილება ჰქონდათ, ასევე თუ მინიმუმ 5 თვის განმავლობაში გაზის მიწოდება იყო შეწყვეტილი აღნიშნულ ობიექტზე, სწორედ ამ შემთხვევებში მიუვიდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესოპერატორებს შეტყობინება, რომ უნდა დაფარონ წინსწრებით ორი თვის გადასახადი",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" კომპანია სოკარ ჯორჯია გაზში.

"ინფო რუსთავის" კითხვას, რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესოპერატორი თავის საქმიანობას იჯარით აღებულ შენობაში ეწევა თუ პირად საკუთრებაში, გვპასუხობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა პირს მიუტოვებია იჯარით აღებული შენობა და ბუნებრივი აირის გადასახადი არ გადაუხდია, შესაბამისად კომპანია დავალიანების დაფარვის ვალდებულებას შენობის მესაკუთრეს ანიჭებს.

სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით ითხოვს კომპანია, რომ კომერციულმა აბონენტმა წინსწრებით დაფაროს ბუნებრივი აირის გადასახადი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები