ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში გახლავთ 6192 კოვიდ ინფიცირებული რეგისტრირებული, დღეისათვის დაემატა 326. სულ გამოჯანმრთელდა 3120 პაციონტი რაც 50%-ზე მეტია. გუშინ გამოჯანმრთელდა 796 პაციენტი. ამჯერად მკურნალობას გადის 3072 კოვიდ ინფიცირებული, აქედან 28 არის კრიტიკული (26 არის მართვით სუნთქვაზე, 8 პაციენტი არის ოკუპირებული აფხაზეთიდან. აჭარაში გამოვლინდა შემთხვევების 72%, რაც არის 235 შემთხვევა, იმერეთი - 38, თბილისში - 30 შემთხვევა, გურიაში - 6, სამეგრელო ზემო-სვანეთში - 14, კახეთი - 1, სამცხე ჯავახეშთი - 1, მცხეთა მთიანეთში - 1", – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
1 ადამიანი გარდაიცვალა ქუთაისში, არის 69 წლის მამაკაცი. სულ გარდაცვლილთა რიცხვმა 37-ს მიაღწია.