მთავარია იდეა და შესაძლებელია ჩვენთვის წარმოუდგენელი დატვირთვა შეიძინოს უძველესმა კონსტრუქციამ, რომელიც ქალაქის იერსახეს არცთუისე სასიამოვნო ელფერს სძენს.
ეს იდეაც ასე დაიბადა - არაფრისგან.
წყლის ავზი, რომელიც წლებია "ქიმიკოსთა სპორტკომპლექსთანაა" განთავსებული, ძალიან მალე რუსთავის ერთ-ერთი გამორჩეული და კრეატიული street art-ის სახელს შეიძენს. ნამუშევარი დასრულებულ სახეს რამდენიმე დღეში მიიღებს.
ავზს, რომელიც "კალათში ჩაგდებული ბურთი" უნდა გახდეს, "B&G მოხატე"-ს ჯგუფი უკვე ღებავს, შემდეგ ეტაპზე კი მისი მოხატვის პროცესი დაიწყება.
"ქუჩის ხელოვნების იდეაც ესაა, იპოვო გამოსავალი და უსარგებლო რაღაცისგან ნახო სარგებელი, უშნო გარდაქმნა ლამაზად", - აცხადებს ერთ-ერთი მხატვარი ბექა წიკლაური.
ინიციატივა საზოგადოება "რუსთაველებს" ეკუთვნის, ორიგინალური ბურთის ესკიზი კი მთლიანად "B&G მოხატე"-სჯგუფმა შექმნა.