ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

2020-09-29 14:34:12

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

მიზეზი ამავე სკოლის ორი მოსწავლის კოვიდინფიცირებაა. სასწავლო დაწესებულებაში მედიკოსები უკვე მუშაობენ და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

კორონავირუსის წყარო მოსწავლეების ინფიცირებული ოჯახის წევრები არიან.

კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგსაც.

როგორც სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე განმარტავს, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იყო.

50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც არსებული ინფორმაციით, ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა.