მზად არიან თუ არა რუსთავის სკოლები სწავლის გაახლებისთვის

2020-09-29 12:46:19

პირველი ოქტომბრიდან რუსთავის სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გაახლდება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, მზად არიან თუ არა სკოლები საკლასო ოთხებში სწავლის გაახლებისთვის და ამ კითხვით რუსთავის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის ხელმძღვანელს თამარ ხეჩიკაშვილის მივმართეთ.

"ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლები მზად არიან სასწალო პროცესი განაახლონ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. რუსთავის ყველა საჯარო სკოლამ გაიარა შრომის ინსპექტირება",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ხეჩიკაშვილმა.

განათლების მინისტის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობლებს აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს

რუსთავის რესურს–ცენტრის ხელმძღვანელი "ინფო რუსთავის" კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუკი მშობლების ნაწილი აირჩევს, რომ მისმა ბავშვმა სწავლა ისევ დისტანციურად გააგრძელოს, როგორ მოხდება ამის დარეგულირება, გვპასუხობს: "აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლებს მიეცათ რეკომენდაციები და სკოლის დირექცია უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ინტერესის დაცვას და მათ მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში".

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები