რუსთავის სკოლების შემოწმება დასრულდა

2020-08-29 11:34:41

კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებზე რუსთავის სკოლების შემოწმება დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

როგორც უწყებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რუსთავის მასშტაბით 34 სკოლა შემოწმდა.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა მდგომარეობაა რუსთავში არსებულ კერძო თუ საჯარო სკოლებში. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, 34-ვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, რუსთავის სკოლების მონიტორინგი 8 სექტემბერს დაიწყო. მასობრივ შემოწმეებებში, როგორც შრომის ინსპექცია, ასევე შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტია ჩართული.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, შესაძლებელია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის დაწყების უფლება არ მიეცეს.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსთავში, საკლასო ოთახებში სწავლა მე-6 კლასის ჩათვლით მოსაწვლეებისთვის 1-ელი ოქტომბირდან განახლდება.