"განადგურებულია 370-ზე მეტი სამხედრო"

2020-09-28 22:58:46

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის არცრუნ ოვანისიანის ინფორმაციით,აზერბაიჯანის მხარემ მდინარე არაქსის ხეობაში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო.

ოვანისიანის ცნობით, შეტევა სომხებმა წარმატებით მოიგერიეს.

მისი ინფორმაციით, განადგურებულია აზებაიჯანული მხარის 22 ტანკი, 10 სამხედრო სხვა ტექნიკა და დაღუპულია 370-ზე მეტი აზერბაიჯანელი სამხედრო.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გამო აზებაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს.

დაპირისპირების გამო, ორივე მხარეს დაიხოცა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები.

2020 წლისათვის აზებაიჯანსა და სომხეთს შორის ეს უკვე მეორე სამხედრო დაპირისპირებაა.

პირველად საომარი მოქმედებები ივლისში განახლდა.

ამჯერადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე ქვეყანა ბრალს ერთმანეთს სდებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები