რუსთავში, 18-ე მიკრორაიონში მდებარე 9 სართულიანი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ინვესტორმა, რომელმაც აქუციონზე გაიმარჯვა ტერიტორიაზე, 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია 3 წლის ვადაში უნდა განახორციელოს.
კერძო მესაკუთრემ, კორპუსის დემონტაჟი კი რვა თვის ვადაში უნდა უზრუნვლეყოს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა სახის ინვესტიცია განხორციელდება მე-18 მიკრორაიონში.
ცნობისთვის, რუსთავის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული შენობა-ნაგებობა აუქციონზე 6 095 კვ/მ მიწის ნაკვეთთან ერთად გაიტანა.