გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 24 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს.
დაჭრის ფაქტს წინ ახალგაზრდასა და 70 წლის კაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
სამართალდამცავებმა მომხდარზე 70 წლის კაცი დააკავეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.