ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე

2020-09-28 12:36:21

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის მატება ისევ ველით და ახალი შემთხვევების რიცხვი, დაახლოებით, 400-500-ს შორის იქნება.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების 70 პროცენტი ჯერჯერობით ისევ აჭარაში ფიქსირდება, ამიტომ, ყველა ყურადღება მიქცეულია აჭარაზე.