14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-09-28 12:20:33

ზუგდიდის სამ სკოლაში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. მიზეზი 14 მოსწავლის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

"რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან, სამი სკოლა, სადაც მათ შემხებლობა აქვთ, გადავა დისტანციურზე. ეს სკოლებია: რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი",- აცხადებს მალხაზ თორია.

ცნობისთვის, მომატებული რისკის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ოზურგეთის ყველა სკოლა.