აქცია რუსთავის სამშობიარო სახლთან

2020-09-28 12:01:43

რუსთავის სამშობიარო სახლთან აქცია იყო. [ვიდეო/video]

აქტივისტების განცხადებით, მათი პროტესტის მთავარი მიზეზი კლინილის მხრიდან პერსონალისთვის 9 თვის სახელფასო დავალიანებაა.

ისინი მოითხოვენ, რომ პერსონალს კუთვნილი ხელფასები გადაუხადონ.

აქტივისტებსა და კლინიკის წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრაც, რომელზეც სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.

"ჩვენ დღეებია ვაგრძელებთ სამშობიაროს თემასთან დაკავშირებით პროტესტს და გამოვთქვით სურვილი, რომ შეგვხვედროდნენ სამშობიაროს წარმომადგენლები. თუმცა მათ ტელევიზიებით გვიწოდა პროვოკატორები და მართული ძალა.

მათთან გვინდოდა საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონმა ალექსანდრე თავის მხრიდან გამოხატავდა გულისტკივილებს. ამ დროს შემოვიდა ერთი ქალბატონი, სახელი და გვარი არ ვიცი, ფინანსებს განაგებს, და დაგვიწყო ყვირილი. ეს სამშობიარო სახლი თავისი ადმინისტრაციული ერთეულით დირექტორიდან დაწყებული ფინანსისტით დამთავრებული არიან გახვეული ძალიან დიდ შარში. მათ აქვთ გადასახდელი 9 თვის დავალიანება...

ესენი ვალდებულები არიან გადაუხადონ ის თანხა და ის შრომა დაუფასდეს პერსონალს, რასაც წევენ ისინი",- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას აქტივისტმა გიორგი ტყემალაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მეორე მხარის პოზიციის დაფიქსირებისთვის სამშობიარო სახლის დირექტორს ალექსანდრე ბარავკოვს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ კლინიკას დავალიანება არ აქვს.

"ეს ინფორმაცია არ არის სწორი. ჩვენს თანამშრომლებს ყოველთვიურად ვუხდით ხელფასებს. არის რაღაცა პრობლემები, თუმცა უმნიშვნელო",- განუცხადა "ინფო რუსთავს" სამშობიარო სახლის დირექტორმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები