ვის შეუძლია სწავლება კლასებში და დისტანციურად

2020-09-28 02:18:35

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. კერძოდ, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე.

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ამ ეტაპზე დისტანციური სწავლება შენარჩუნდება, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და, როგორც მოგახსენეთ, მთლიანად აჭარაში. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას არადისტანციურად სწავლის გაგრძელება/განახლების შესახებ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში უახლოეს მომავალში გაცნობებთ", - მიხეილ ჩხენკელი.

შეგახსენებთ რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.