თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე

2020-09-27 14:11:21

ჩემი აზრით, კორონავირუსის შემთხვევების მატება რამდენიმე დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი. იქნება სამი ასეულის ფარგლებში, მაქსიმუმ შეიძლება ავიდეს ოთხ ასეულამდე, არამგონია იყოს მეტი. შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ მილიონ მოსახლეზე სულ გვყავს შვიდი გარდაცვლილი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

"ჩვენ შემთხვევის მატების იმიტომ გვეშინია, რომ მას არ მოჰყვეს ლეტალობის ზრდა. საქართველოში გარდაცვალების ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ათეული, ასეული და ათასეულია. საქართველო კვლავ ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყნასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი", - თქვა ცერცვაძემ.