სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

2020-09-27 13:31:16

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ მან სოციალური ქსელის ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება.

გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“,- წერს ფაშინიანი.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის სადაო ტერიტორიის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობა კვლავ დაიძაბა. ბოლო დღის განმავლობაში სამხედრო შეტაკებებს ორივე მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.

თავისმხრივ აზერბაიჯანი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებ.

სომხური მხარე ინტერნეტ სივრცეში ნელ-ნელა ავრცელებს შეტაკებების ვიდეო მასალას, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ანადგურებს სომხური მხარე, აზერბაიჯანის სამხედრო არტილერიას.

შგახსენებთ, რომ 2020 წლის მანძილზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგომარეობა უკვე მეორედ დაიძაბა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები