კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-09-27 12:02:22

რუსთავში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში დაუდასტურეს.

მათი განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები მანამდე დადასტურებულის კონტაქტებია.

პაციენტები უკვე გადაიყვანეს თბილისში კოვიდსამკურნალო ცენტრებში.

29 აგვისტოს შემდეგ რუსთავში კორონავირუსით ინდიცირების 62 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 14 უკვე გამოჯანმრთელდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები