ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-27 11:58:04

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"294 ახალ ინფიცირებულთა შორის კვლავ აჭარა ლიდერობს, 66% 193 ახალი პაციენტია გამოვლენილი აჭარაში, თბილისში არის 15 პროცენტი, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11 პაციენტი, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი დადასტურებული, შიდა ქართლში – 4, კახეთში – 2, მცხეთა-მთიანეთში – 1" - განაცხადა მარინა ენდელაძე.

3 348 პაციენტი კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმროებში მკურნალობს. 20 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.