2020-09-27 10:48:15
გვიან ღამით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკო. ნინო ლაცაბიძე გამოდის ინიციატივით რომ, ჟიული შარტავას მოედნის მიმდებარე ქუჩას აფხაზეთის ქუჩა ეწოდოს.
"ეს უმძიმესი დღეა ყველა ქართველისთვის. ამ დღეს რუსთავში განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ჟიული შარტავას და სწორედ ახლა მინდა, გავაჟღერო რუსთაველების ინიციატივა, რომ ჟიული შარტავას მოედნის მიმდებარე ქუჩას აფხაზეთის ქუჩა ეწოდოს. ეს ინიციატივა უკვე დარეგისტრირდა საკრებულოში.
ვფიქრობ, რუსთავის თვითმმართველობა ამ იდეას განახორციელებს და უახლოეს მომავალში ქალაქში აფხაზეთის ქუჩა გვექნება. ჩვენ ყველას გვახსოვს აფხაზეთი და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე დავბრუნდებით იქ", - ნინო ლაცაბიძე.
სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.