"აუცილებლად უნდა შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება" [video]

2020-09-26 20:40:38

რუსთავის ცენტრალურ პარკში პარტია "ევროპული საქართველო" მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი წარადგინა. [ვიდეო/video]

წარდგენას პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია და სერგი კაპანაძე ესწრებოდნენ.

"ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება. უნდა შევცვალოთ მრავალპარტიული მმართველობით, როცა ერთი ადამიანის ჭკუაზე აღარ ივლიან ინსტიტუტები და კანონი. ჩვენ უნდა დავწიოთ გადასახადები,გავაორმაგოთ პენსიები, სოციალური დახმარებები და დევნილთა შემწეობები.

მე ვდებ მთელს ჩემს სულს, გულს ჩემს გუნდთან ერთად, რომ მივაღწიოთ წარმატებას.

31 ოქტომბერი ეს არის დღე, როცა ძალაუფლება არის ხალხის ხელში და იმავე საღამოს უკვე ჩვენ გვეცოდინება, ვინ რა წარმატებას მიაღწია",- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ინფო რუსთავის" კითხვას, თუ ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად, ნადირაშვილი პასუხობს, რომ წინასაარჩევნოდ რუსთავში კონკურენცია დიდია და მისი მთავარი მიზანი ივანიშვილის გუნდის დამარცხებაა.

ნადირაშვილი ქალაქში მთავარ პრობლემად უმუშევვრობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობას მიიჩნევს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები